საქართველოში კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიყენეს

გამოწერა

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი — რადიოსიხშირული აბლაცია გამოიყენეს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, საოპერაციო - Sputnik საქართველო
სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი კლინიკას ეწვია და შეეცადა ექიმებისგან უფრო მეტი შეეტყო სიმსივნის მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ.

„ამ მეთოდით ხდება სიმსივნის მოცილება — ესე იგი სიმსივნური წარმონაქმნების განადგურება რადიოსიხშირული იმპულსის ზემოქმედებით“, — განაცხადა ექიმმა რადიოლოგმა ნიკოლოზ ონაშვილმა.

ოპერაციის დროს მიმდინარეობს სიმსივნურ უჯრედზე ფიზიკური ზემოქმედება, რომლის დროსაც მისი ტემპერატურის 50-90 გრადუსამდე აწევა ხდება, რაც მის კვდომას იწვევს.

„როდესაც გავიგე, რომ ასეთი ოპერაციის გაკეთება საქართველოში დაიწყეს, მაშინვე გადავწყვიტე ოპერაცია აქ გამეკეთებინა. ახლა სამი წარმონაქმნი მაქვს ღვიძლზე და აბლაციის საშუალებით ორი მათგანის მოცილებას აპირებენ. ვნახოთ რა გამოვა“, — აღნიშნა კლინიკის პაციენტმა მაია ბახტაძემ.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ერთი დღის შემდეგ კი პაციენტს შეუძლია სახლში დაბრუნდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაციის დროს კეთდება მხოლოდ 3-4-მილიმეტრიანი ნაკვეთი, რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0