„ექსპერიმენტორიუმი“ — უსასრულო დერეფანი და ტრენაჟორი კოსმონავტებისთვის

გამოწერა

„ექსპერიმენტორიუმი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმია, რომელიც ბავშვებსა და მოზრდილებში პოპულარობით სარგებლობს. მსგავსი მუზეუმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, თუმცა თბილისში გახსნილი მუზეუმი კავკასიაში პირველია.

„ექსპერიმენტორიუმი“ თბილისში ერთი თვის წინ გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილ 80-მდე ექსპონატს აქ ინტერაქტიულს უწოდებენ, რადგან არა მარტო მათი შეხება შეიძლება, არამედ  გამოცდაც. მუზეუმში შეიძლება არა მხოლოდ სამეცნიერო ინფორმაციის მიღება, არამედ გართობაც.

„ექსპერიმენტორიუმი“ ნამდვილი საოცრებათა ველია, ეს ის ადგილია, სადაც ქიმიისა და ფიზიკის ყველაზე რთული კანონებიც კი მარტივდება. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები სიამოვნებით სწავლობენ და სწორედ ამიტომ გახდა იგი ასე მოკლე ხანში ასეთი პოპულარული.

ყველა ახალი ამბავი
0