საქართველოს პანტომიმის თეატრმა აზერბაიჯანში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

გამოწერა

აზერბაიჯანის გუბის რაიონში მეოთხედ წარმატებით ჩატარდა „ვაშლის ფესტივალი“. Sputnik-ი ფესტივალის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

ქალაქი გუბა, რომელიც აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ცნობილია იმით, რომ აქ ყველაზე გემრიელი ვაშლის ჯიშები გამოჰყავთ. ამიტომაც, არც თუ უმიზეზოდ უკვე მეოთხე წელია აქ იმართება „ვაშლის ზეიმი“, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონიდან კრებს სტუმრებს, იუწყება სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანი".

ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო პანტომიმის თეატრი საქართველოდან, რომელმაც ადგილობრივებს სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“ წარუდგინა.

ტრადიციულმა ღონისძიებამ ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრალური პარკი საგამოფენო პავილიონად აქცია, სადაც სხვადასხვა სახეობის ვაშლი და მისგან დამზადებული პროდუქცია იყო გამოფენილი. ფესტივალი გაალამაზა სადღესასწაულო მსვლელობამ, ცეკვისა და სიმღერის კოლექტივებმა.

წითელი და მწვანე, ტკბილი და მჟავე ვაშლები — ფესტივალზე ათობით სახეობა იყო წარმოდგენილი. გუბელ ფერმერებს მთელი ზაფხული ჰქონდათ იმისთვის, რათა ვაშლის მოსავალი მიეღოთ. და ფესტივალზე ისინი სტუმრებს სწორედ ამ „წარმატებით“ აწონებდნენ თავს. ფესტივალის სტუმრები დღესასწაულით კმაყოფილი დარჩნენ.

ყველა ახალი ამბავი
0