ირმა სოხაძე და მისი "მხიარული ნოტები"

გამოწერა

მომღერალ ირმა სოხაძის თეატრ-სტუდიაში „მხიარული ნოტები“ ღია კარის დღე გაიმართა. Sputnik-ის მეშვეობით იხილეთ, თუ როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი სტუდიაში.

„ჩვენ ძალზე წარმატებული ზაფხული გვქონდა. ჩვენ ვიყავით ბულგარეთში, სადაც საერთაშორისო ფორუმზე, ფესტივალზე გავიმარჯვეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მშვენიერი ბავშვების წყალობით, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, ძალიან ბევრ მიუზიკლს დავდგამთ, ბევრ სიმღერას ვისწავლით და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ სტუდიაში აუცილებლად ავიყვანთ ორ-სამ ბავშვს სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდა არ შეუძლიათ“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას ირმა სოხაძემ.

თეატრ-სტუდიაში ბავშვებს ასწავლიან სიმღერასა და სამსახიობო ხელოვნებას. სტუდიის აღსაზრდელებმა უკვე დადგეს რამდენიმე სპექტაკლი და მიუზიკლი.

ყველა ახალი ამბავი
0