ბუნების დამცველები თბილისის ქუჩებს ასუფთავებდნენ

გამოწერა

"მწვანე" აქტივისტებმა" თბილისის ცენტრი ნაგვისგან გაასუფთავეს. იხილეთ აქციის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

საზოგადოების სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა თბილისის ცენტრალური ქუჩები დაასუფთავა.

რეზინის ხელთათმანებითა და სანაგვე ტომრებით აღჭურვილმა ბუნების დამცველებმა ფილარმონიიდან, რუსთაველის პროსპექტის გავლით, თბილისის ისტორიულ უბნამდე ჩაიარეს და ქუჩები სიბინძურის, პლასტმასისი ბოთლების, ქაღალდისა თუ პოლიეთილენის პარკებისა და სხვა სახის ნაგვისგან გაწმინდეს.

ყველა ახალი ამბავი
0