Scorpions-მა საქართველოში საუკეთესო ჰიტები შეასრულა

გამოწერა

ცნობილი როკ-ჯგუფის კონცერტი ურეკის „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა. იხილეთ კონცერტის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

Scorpions-მა ქართველი მაყურებლისთვის თავისი რეპერტუარის ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა: WInd of Change, Always Somewhere, Send Me An Angel, Rock You like a Hurricane, Big City Nights და მრავალი სხვა.

როკ-ჯგუფმა ბისზე შეასრულა კომპოზიცია Still Loving You, რა დროსაც მუსიკოსეთან ერთად მთელი დარბაზი მღეროდა.

კონცერტის დაწყებისას სცენის უკან განთავსებულ დარბაზის უზარმაზარ მთავარ ეკრანზე აჩვენეს ვიდეო ქართული სახელმწიფო დროშის ფონზე. მალე მაყურებლებმა პირდაპირ დარბაზიდან გადასცეს კლაუს მაინეს საქართველოს ორი დროშა და მომღერალი მთელი კონცერტის განმავლობაში ხან სხეულზე იხვევდა მათ, ხან კი თავს ზემოთ აფრიალებდა.

სცენა Scorpions-ის გამოსვლისთვის სრულიად განსხვავებულად მოეწყო, ვიდრე ეს წინა, უკვე ჩატარებული კონცერტებისას იყო. ამჯერად დარბაზში ხუთი უზარმაზარი ეკრანი იყო განთავსებული, ხოლო სცენა ძალზე მაღალხარისხოვნად გახლდათ ვიზუალურად გაფორმებული.

ყველა ახალი ამბავი
0