ალმათში მდებარე 1860 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა. აღნიშნული შენობა არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს. იხილეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
თვითმხილველმა ხანძრის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს 07:49 საათზე გადასცა, იუწყება „ნოვოსტი-ყახაზეთი“.
„მეხანძრეთა პირველი ბრიგადა გამოძახების ადგილზე ოთხ წუთში მივიდა. ცეცხლის ჩაქრობა მანსარდისა და სხვენის რთულმა დაგეგმარებამ გაართულა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შენობიდან მატერიალური ფასეულობების ევაკუირება მოხდა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ქალაქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანდუგაშ ბაიმუხამბეტოვამ.
ხანძრის ლიკვიდირება 09:26 საათზე მოხერხდა. ხანძარმა 150 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, მსხვერპლი არ არის, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დამწვარ შენობაში „დ. კუნაევის საერთაშორისო ფონდი“, კაფე Kangnam-ი, რესტორანი Burger King-ი და აქსესუარებისა და ტანსაცმლის მაღაზია იყო განთავსებული.