აზერბაიჯანის იარაღის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის კვამლი რამდენიმე კილომეტრზე ჩანდა

გამოწერა

თვითმხილველმა აზერბაიჯანში, იარაღის ქარხანა „არაზში“ მომხდარი ხანძრის კადრები გადაიღო.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ შირვანში მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

ქარხანაში აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის კვამლიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტის დაშორებითაც მოჩანდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0