ერდოღანი: საგანგებო მდგომარეობა ტერორიზმთან ბრძოლისთვის შემოვიღეთ

გამოწერა

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი თვით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადა.

„ტერორისტული ორგანიზაციების ყველა ასპექტისა და ელემენტის აღმოსაფხვრელად, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყვეს,  ჩვენ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა, კონსტიტუციის 120-ე მუხლის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინადადება წამოვაყენეთ. მინისტრთა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და სამი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა“, — განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 120-ე მუხლი უშვებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული  ძალადობრივი ქმედებებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის ზიანის მომტანი მოქმედებების შემთხვევაში. მისი მიზანია- ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის უფრო ეფექტურად და სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები.

ყველა ახალი ამბავი
0