დევიდ კემერონი: ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ოქტომბრისთვის უნდა იყოს გარკვეული

გამოწერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა 23 ივნისის რეფერენდუმთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და, რეფერენდუმის შედეგების შეფასებასთან ერთად, ოქტომბრის თვეში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაც გააკეთა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპულ კავშირში უფრო მეტად ძლიერი და უსაფრთხოა. და მე ნათლად დავანახე, რომ რეფერენდუმი სწორედ ამას უკავშირდებოდა და არა კონკრეტული პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემს მომავალს. მაგრამ ბრიტანელებმა სხვა გზა აირჩიეს და, მე მგონია, რომ ქვეყანას ახლებური მართვა სჭირდება, რომელიც მხარს დაუჭერს ამ მიმართულებას“, — განაცხადა დევიდ კემერონმა.

„როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში ეს გემი სტაბილური იყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემგან სამართლიანი არ იქნება, ვეცადო იმ გემის კაპიტნობა, რომელმაც თავისი ქვეყანა დანიშნულების მომდევნო პუნქტამდე უნდა მიიყვანოს. ეს ჩემთვის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობა და ამასთან ახალი მმართველობა ერის ინტერესებშია. დღეს არანაირი აუცილებლობა არ არის კონკრეტულად რაიმეს გაწერის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოქტომბერში კონსერვატული პარტიის კონფერენციაზე ახალი კანდიდატი უნდა განისაზღვროს“, — აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0