სტალინის სახლ-მუზეუმი აქციას "ღამე მუზეუმში" შეუერთდა

გამოწერა

სტალინის სახლ-მუზეუმმა საერთაშორისო აქცია „ღამე მუზეუმში“ მიიღო მონაწილეობა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით იხილეთ ღონისძიების ამსახველი კადრები.

საქართველო საერთაშორისო აქციას —  „ღამე მუზეუმში“  შეუერთდა, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ღონისძიების მიზანი, რომლის სლოგანიცაა „მოდი ღამე მუზეუმში“, ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზებაა.

გორში მდებარე სტალინის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საერთაშორისო აქციას შეუერთდა.

აქციის ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება — კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო-შემეცნებითი თამაშები, სახალხო კითხვა, სპექტაკლები, დისკუსიები, კონფერენციები, ვიქტორინები და პოეტური საღამოები გაიმართა.

„ღამე მუზეუმში“ პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში სახელწოდებით „მუზეუმების გაზაფხული“ ჩატარდა. 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს „მუზეუმების გაზაფხული“ „ღამე მუზეუმში“ გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0