ჩვენ გვახსოვს ვერდი - იტალიელი და ესპანელი მუსიკოსები თბილისში

გამოწერა

თბილისში ჯუზეპე ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ 150 წელი ესპანელი და იტალიელელი მუსიკოსების მონაწილეობით იზეიმეს. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

თბილისში მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, რომელზეც ჯუზეპე ვერდის ოპერა  „დონ კარლოსი“ შესრულდა. საღამო კომპოზიტორის 115-წლისთავს  და ოპერის შექმნიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

თბილისელი მსმენელის წინაშე წარდგნენ ჯაკომო პრესტია (იტალია), ჯუზეპე ჯიპალი (ალბანეთი), ანდრეა ბორინგი (იტალია), იანო-თამარ ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე და გიორგი გოდერძიშვილი. გარდა ამისა, თბილისის საოპერო გუნდი და სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორ ხოსე ლუის გომესის (ესპანეთი) ხელმძღვანელობით, რომელიც თბილისს პირველად ეწვია.

თბილისში ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 5 მაისს გაიხსნა და 9 ივნისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0