დაიშთან ბრძოლას იმიტირებს – ზახაროვა აშშ–ის მეთაურობით კოალიციის ქმედებებზე

გამოწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ–ის მეთაურობით კოალიცია უფრო იმიტაციას ახდენს რუსეთში აკრძალული ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან", მისი პოზიცია კი პოლიტიზირებულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ–ის მეთაურობით კოალიციის ოპერაციაზე სირიაში კომენტარი გააკეთა და მის ქმედებებს პოლიტიზირებული უწოდა.

"სამწუხაროდ, ჩვენი შეფასებები არ შეცვლილა, ისინი არასახარბიელოა. ჩვენ შეგვიძლია იმის კონსტანტაცია, რომ კოალიცია დაიშთან და რეალური ტერორიზმთან ბრძოლის იმიტაციას ახდენს და მოქმედებს საკუთარი პოლიტიზირებული და საერთაშორისო უფლებების სიტუაციასთან თანაკვეთაში არსებული მიდგომით", – განაცხადა მან ხუთშაბათს ბრიფინგზე.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები კაცობრიობის აბსოლუტური მტრები არიან
 ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, აშშ–ის მეთაურობით კოალიციაში ჩართვისას, რეალურ წვლილს შეიტანენ ტერორიზმთან ბრძოლაში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთმაც, დიდმა ბრიტანეთმაც და გერმანიამაც, საკუთარ ქვეყნებში დაიშთან ბრძოლაში ძალების გამოყენებისათვის რთული შიდა დისკუსიების გადალახვის შემდეგ, შეძლონ რეალური წვლილის შეტანა ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში", – აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა.

აშშ–მა რიგი მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერით 2014 წლის 23 სექტემბერს სირიაში ისლამურ სახელმწიფოზე საჰაერო შეტევების განხორციელება დაიწყო, 2014 წლის აგვისტოდან ანალოგიური ოპერაცია მიმდინარეობს ერაყშიც. საერთაშორისო კოალიციის ქმედებები სრულდება გაეროს უსაფთხოების საბჭოს პირდაპირი სანქციის გარეშე. ამასთან ერაყში ტერორიზმთან ბრძოლა ოფიციალურ ბაღდადთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, ხოლო სირიაში კოალიცია უარს ამბობს კანონიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0