22:10 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი

სიუჟეტები

  • Парламент Грузии девятого созыва - на заседании выступает президент страны
    Last update: 18:19 18.11.2016
    18:19 18.11.2016

    საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა

    საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა.

  • Дональд Трамп
    Last update: 12:34 09.11.2016
    12:34 09.11.2016

    საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში

     Sputnik-ი გთავაზობთ მასალებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

  • Last update: 12:31 30.10.2016
    12:31 30.10.2016

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

     საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 50 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება.  ამჯერად სადეპუტატო მანდატისთვის საარჩევნო ოლქში ის ორი კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვეს.  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ქვეყნის შვიდ რეგიონსა და ყველა დიდ ქალაქში ირჩევენ.

  • არჩევნები
    Last update: 14:37 22.10.2016
    14:37 22.10.2016

    განმეორებითი არჩევნები საქართველოში

     ზუგდიდისა და მარნეულის რაიონების ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, რისი მიზეზიც აღნიშნულ უბნებზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები გახდა.  განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.

  • აბანოთუბანი
    Last update: 13:43 13.10.2016
    13:43 13.10.2016

    „თბილისობა 2016“

     „თბილისობის“ დღესასწაული, რომელიც ასე უყვართ თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს, წელს 15-16 ოქტომბერს აღინიშნება.

  • Проверка маркировки на пальцах избирателей на входе на участок для голосования
    Last update: 00:29 10.10.2016
    00:29 10.10.2016

    საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

    პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს, ხოლო საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5, 01%-ს.

    რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა. 

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

  • Выборы
    Last update: 18:30 09.10.2016
    18:30 09.10.2016

    საპარლამენტო არჩევნები 2016

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 3,4 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 19 პარტიასა და 6 საარჩევნო ბლოკს შორის მოუწევს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და პასპორტი.  ყველაფერი არჩევნების შესახებ - „Sputnik საქართველოს“ სიუჟეტში.

  • Криминалисты и сотрудники чрезвычайных служб работают на месте взрыва в центре грузинской столицы
    Last update: 22:52 04.10.2016
    22:52 04.10.2016

    „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ავტომობილის აფეთქება

    ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა.  აფეთქების დროს ავტომობილში გივი თარგამაძე და თავისი მძღოლი ისხდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით აღიძრა. დეპუტატი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, სხეულის უფრო სერიოზული დაზიანებები გამვლელებმა მიიღეს.

  • Папа Римский Франциск
    Last update: 17:59 27.09.2016
    17:59 27.09.2016

    საქართველოს რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

    საქართველოში რომის პაპის ვიზიტი 30 სექტემბერსაა დაგეგმილი. პაპი ფრანცისკის ვიზიტი დევიზით „მშვიდობა თქვენდა“ გაიმართება. ვიზიტის პირველ დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს  შეხვდება.  

    პაპი ფრანცისკი მომდევნო დღეს, შაბათს, 1 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება. დასასრულს, დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს. რომის პაპი ფრანცისკი 2 ოქტომბერს საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

  • Last update: 12:03 09.09.2016
    12:03 09.09.2016

    საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება

     საქართველოში ახალ სასწავლო წელს 564,8 ათასზე მეტი მოსწავლე მიუჯდება სკოლის მერხს, რომელთაგან  დაახლოებით 60,3 ათასი პირველკლასელია. ყველა მოსწავლე უფასოდ  მიიღებს სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს. გარდა ამისა, პირველკლასელებს ნეთბუქები დაურიგდებათ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა.

  • Герб Советского Союза
    Last update: 17:53 17.08.2016
    17:53 17.08.2016

    25 წელი საბჭოეთის გარეშე

    Sputnik -მა პროექტის „25 წელი საბჭოეთის გარეშე“ ფარგლებში ახალი ციკლი ჩაუშვა სახელწოდებით „ნამდვილი ამბები“. ეს საბჭოთა პერიოდში მომხდარი, თვითმხილველების მიერ ნაამბობი სახალისო და საინტერესო ისტორიებია, რომლებიც ჟურნალისტმა ბესიკ ფიფიამ ჩაიწერა.

     

  • Олимпийские медали Грузии
    Last update: 14:00 03.08.2016
    14:00 03.08.2016

    საქართველო რიოს ოლიმპიადაზე

     Sputnik-ის პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ინფოგრაფიკის, ფოტოლენტისა და ვიდეოს ფორმატში საქართველოს სპორტის სფეროში არსებულ იმ ფავორიტებს წარმოგიდგენთ, რომელთაც ყველა წინაპირობა აქვთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა-2016-ზე მედლები მოიპოვონ.

  • Удивительная Сванетия
    Last update: 12:00 27.07.2016
    12:00 27.07.2016

    საქართველო - ტურისტული ცენტრი

    ტურიზმის განვითარების  ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისათვის საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ტურისტულ ქვეყანა გახდება. სეზონის ნებისმიერ დროს ტურისტები აქ მსოფლიო დონის შესაბამის მომსახურებას მიიღებენ, აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.

  • Турецкий военный на площади Таксим в Стамбуле
    Last update: 06:17 16.07.2016
    06:17 16.07.2016

    სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

    15 ივლისის ღამით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა  ბინალი ილდირიმმა თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სატელეფონო ჩართვით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, სამხედროების ჯგუფმა, იარაღისა და მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, „უპასუხიმგებლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა“, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს.

     

  • Трагедия в Ницце - на утро после теракта
    Last update: 20:00 15.07.2016
    20:00 15.07.2016

    ნიცის ტერაქტი

    14 ივლისს, საღამოს, ნიცაში, ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებული ფოიერვერკის სანახავად შეკრებილი ტურისტებისა და ადგილობრივების მასაში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. მან  ორკილომეტრიანი სანაპირო გაუჩერებლად, ზიგზაგისებური სვლით გაიარა და 80-ზე მეტი ადამიანი გასრისა, ბოლოს კი ცეცხლი გახსნა. ტერორისტი პოლიციამ მოკლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ თავდასხმა ტერაქტი უწოდა.

  • Агент разведки
    Last update: 20:32 03.07.2016
    20:32 03.07.2016

    ვისი აგენტია აჰმედ ჩატაევი?

    საქართველოში აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელიც სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ჩატაევი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართული სპეცსამსახურების აგენტი იყო.

  • ПА ОБСЕ в Тбилиси
    Last update: 16:52 01.07.2016
    16:52 01.07.2016

    ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში

    მიუხედავად იმისა, რომ  24 წელია რაც საქართველო ეუთოს წევრია, თბილისში საპარლამენტო ასამბლეა პირველად იმართება. ღონისძიებაში 57 სახელმწიფოდან 700-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.

  • Машины скорой помощи у аэропорта в Стамбуле, где произошли взрывы
    Last update: 11:39 29.06.2016
    11:39 29.06.2016

    აფეთქებები სტამბოლის აეროპორტში

    სტამბოლის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 — დაიჭრა.

  • Наводнение в Дарьяльском ущелье
    Last update: 19:00 23.06.2016
    19:00 23.06.2016

    საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა

    კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახეობის ტრანსპორტის გადაადგილებაა აკრძალული

  • Sputnik StartUp Show
    Last update: 13:35 15.06.2016
    13:35 15.06.2016

    პროექტი Sputnik StartUp Show ჩაუშვა

    საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-მა და ინტერნეტ-სივრცე StartUp Show-მ „სტარტაფების“ მოძიებისა და მხარდაჭერის მიზნით, ერთობლივი პროექტი ჩაუშვა, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს.

    პროექტის მიზანია ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიების მოძიება და მხარდაჭერა. გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა შოუში, რომელსაც ჩვენ Sputnik StartUp Show დავარქვით.