01:47 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ხედი სტამბულზე

საქართველო თურქეთში ვიზიტორების რაოდენობით მესამე ადგილზეა

© raskalov-vit.livejournal
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

საქართველოდან თურქეთში ვიზიტორების რაოდენობამ ოქტომბრის თვეში მთელი უცხოური ტრაფიკის 7,3% შეადგინა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით ოქტომბრის თვეში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, აღნიშნულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

თურქეთს ოქტომბერში საქართველოს 178,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც მთელი უცხოური ტრაფიკის 7,3%–ს შეადგენს.

თურქეთში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზეა გერმანია. გასულ თვეში თურქეთს ამ ქვეყნიდან 491 ათასი მოქალაქე ეწვია, ანუ უცხოელი სტუმრების 20,04%.

მეორე ადგილზეა რუსეთი – 222,7 ათასი ვიზიტორი. ეს მთლიანი ტრაფიკის 9,1%–ია.

მთლიანობაში, თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 25,79%-ით შემცირდა. ამ ერთ თვეში ქვეყანაში 2,4 მლნ-ზე მეტი უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა.

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, საქართველოს ოქტომბერში ამ ქვეყნიდან 101,6 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც უცხოელების საერთო რაოდენობის 19,3%-ია.  ეს მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

მთავარი თემები