საქართველო ლონდონში World Travel Market-ის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© courtesy of Celtic Group HostelsWorld Travel Market
World Travel Market - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა World Travel Market-ი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ტურისტული დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მონაწილეობს ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებაში — საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM), აცნობეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
მოსკოვის ტურიზმის დეპარტამენტი: რუსეთი საქართველოდან ტურისტებს ელოდება

გამოფენა ორშაბათს ლონდონში გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ სხვადასხვა შიდა და გლობალური რისკების პირობებში ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების საკითხებზე, ტურიზმის სფეროზე ეკონომიკის დამოკიდებულებაზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების, სახელმწიფოსა და ტურისტული ინდუსტრიის ურთიერთქმედებაზე.

რიგით 37-ე WTM-ის საკვანძო სადისკუსიო პანელი გახდება მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) ხელმძღვანელები, ასევე თურქეთის, ტუნისის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის, ეგვიპტისა და მალტის სახელმწიფო ტურისტული უწყებების წარმომადგენლები.

WTM-ის მრავალრიცხოვან კონფერენციებსა და სემინარებზე განხილვის ტრადიციული თემებია: ტურიზმის განვითარებაზე თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენა, სოციალური პასუხისმგებლობა ტურიზმში და სხვა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

გამოფენა ExCel-ის საგამოფენო ცენტრში 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებას ტურიზმის სფეროს 5 ათასზე მეტი კომპანია წარმოადგენს. ღონისძიებაში სულ 182 ქვეყნის 50 ათასზე მეტი პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას.

WTM-ში, რომელიც მხოლოდ პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა ფართო წრე მონაწილეობს: კომპანიები და სააგენტოები, ავიაგადამზიდავები, სასტუმროები, სპორტული და SPA-ცენტრები, საზღვაო და მდინარის კრუიზების ორგანიზატორები, ტურისტული ღონისძიებების ორგანიზაციის მენეჯერები, ინვესტორები, სახელმწიფო სტრუქტურების, ეროვნული ნაკრძალებისა და ა.შ. წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0