ბელარუსის დელეგაცია საქართველოში ტურიზმის სფეროში გატარებულ რეფორმებს ეცნობა

© Минэкономики Грузииბელარუსის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში
ბელარუსის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსი გასვლითი ტურიზმისა და სასტუმრო და სანატორიულ-საკურორტო ბიზნესის განვითარებას, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გარემოში ქვეყნის დადებითი სახის შექმნის უზრუნველყოფას აპირებს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსი ტურიზმის სფეროს განვითარების გამოცდილებას სწავლობს — ბელარუსის დელეგაცია ქვეყნის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის მიხაილ პორტნოის ხელმძღვანელობით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურიზმის სექტორის მიმოხილვას და იმ რეფორმებს, რომელთა შედეგად ჩვენ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის დელეგაცია შეხვდება ტურიზმის სფეროთი დაკავებულ ქართულ კერძო კომპანიებს და მათი მუშაობის გამოცდილებას გაეცნობა.

თბილისის ტურისტულ გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორები ეწვივნენ - Sputnik საქართველო
თბილისის ტურისტულ გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის ტუროპერატორები ეწვივნენ

საქართველოსა და ბელარუსს შორის სამთავრობოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე 2010 წლის ივლისში შეიქმნა. კომისიის მიზანია ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება. საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა.

საქართველოსა და ბელარუსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 12,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი, ხოლო იმპორტმა ბელარუსიდან — 47,4 მლნ აშშ დოლარი.

ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა, ბელარუსში საქართველოს საელჩო კი 2007 წელს.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს.

ყველა ახალი ამბავი
0