16:15 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
საბაგირო გზა ტრასაზე მიტარბი

მიტარბის სამთო-სათხილამურო ტრასაზე სამ საბაგიროს ამონტაჟებენ

© FB / Компания развития горных курортов Грузии
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

საქართველოში სამთო-სათხილამურო ტრასებზე 10 ახალი საბაგირო გზისთვის ინფრასტრუქტურას აწყობენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. 30 წლიანი პაუზის შემდეგ ბაკურიანში განლაგებული სათხილამურო ტრასა მიტარბი წელს ახალ სიცოცხლეს შეიძენს და კვლავ მიიღებს დამსვენებლებს. ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია სამი საბაგირო გზის მონტაჟი, რომლებიც ზღვის დონიდან 2300 მეტრზე აიყვანენ დამსვენებლებს. 

ამ დროისათვის, საქართველოს ზამთრის კურორტებზე 10 ახალი საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ზამთრის სეზონისათვის, მიტარბის გარდა 4 ახალი საბაგირო ამუშავდება თეთნულდში და სამი გუდაურში, განაცხადეს საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, საქართველოს მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. 

ბაკურიანში ასევე მიმდინარეობს ოლიმპიური სტანდარტების ტრასის მშენებლობა ბიატლონისათვის. 

ამ მშენებლობისათვის ხელისუფლებამ 796 500 ლარი გამოყო. საქართველოს მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ ეს ინფრასტრუქტურა მეტ დამსვენებელს მოიზიდავს არა მარტო ზამთარში, არამედ მთელი წლის მანძილზე, ვინიდან ბიატლონის ტრასაზე ვარჯიშის მოთხოვნილება მთელი წელი არის. 

 

მთავარი თემები