აჭარა ფოლკლორულ–კულინარულ ფესტივალ „განდაგანას" უმასპინძლებს

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარის ყველა მუნიცეპალიტეტისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათი კერძებით, ხალხური რეწვის ნიმუშებით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. 29 ოქტომბერს ბათუმში ფოლკლორულ–კულინარული ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული შემოდგომა და სოფელი თავისი ტრადიციებით, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს, ქალაქიდან გაუსვლელად „იმოგზაურონ“ აჭარულ სოფელში. 

„ღონისძიება სტუმრებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა, ევროპის მოედანზე აღმოაჩინონ აჭარული სოფლის ხიბლი, მათთვის უცნობი თუ ნაცნობი მდიდარი აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორი", — ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპური გამოაცხვეს - Sputnik საქართველო
რუსმა ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპურის მომზადება ისწავლეს

სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია–დეგუსტაციები. ფესტივალზე ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და ხალხური რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნის, თუ რისი ნახვა შეუძლიათ მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარული მასტერ-კლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0