აჭარაში განთავსების ადგილების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ტურისტზეა გათვლილი.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში 2016 წელს განთავსების ადგილების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 9%-ით (1 526 ერთეულით) გაიზარდა. 

წელს რეგიონში გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები Castello Mare და „ეიფორია“. ამ პროექტებში 115 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა აჭარაში გაიხსნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი კლასის სასტუმროებიც, როგორიცაა „ერა პალასი“, „მარსელი“ და გონიოში სასტუმრო „მგზავრების“ ახალი შენობა.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა

2016 წლის მონაცემებით, რეგიონში განთავსების 348 რეგისტრირებული ობიექტი და 18 277 საწოლი ადგილია.

მათ განეკუთვნება მაღალი კლასის სასტუმროებიც, როგორებიცაა „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“, „დივან სუიტი“, „მარინა კოლიზეუმი“, „ლეოგრანდი“.

მიმდინარე წლის ბოლომდე ბათუმში ორი მაღალი კლასის სასტუმროს — „პორტა ბათუმისა“ და ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება.

„აღნიშნული სასტუმროები აჭარას დამატებით 500 განთავსების ადგილს შემატებს“, — აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0