„წერილი თბილისს“ - უნიკალური შანსი საკუთარ გრძნობებში გამოუტყდე ქალაქს...

© FB/ LETTERS TO TBILISI"წერილი თბილისს"
წერილი თბილისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე, ძველად, წერილების წერა მიღებული იყო. დღეს კი ამ ტრადიციას ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი და ინტერნეტი ანაცვლებს. აქცია „მიწერე თბილისს“ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს საქართველოს დედაქალაქისადმი დამოკიდებულება წერილის საუშალებით გამოხატოს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აქცია „წერილი თბილისს“ მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა წერილი მისწეროს თბილისს და ის სპეციალურ საფოსტო ყუთში ჩააგდოს. წერილი შეგიძლიათ დაწეროთ თბილისთან დაკავშირებით თქვენს ემოციებზე,  თქვენს მისადმი სიყვარულზე და პირიქით, დაწეროთ იმის შესახებ, რა არ მოგწონთ ამ ქალაქში.

„იდეა ამ ქალაქისადმი დიდი სიყვარულის წყალობით დაიბადა. თბილისი — ესაა ქალაქი, რომელსაც შენ უყვარხარ. ეს ქალაქის ძალზე სიმბოლური სლოგანია. წერილების საშუალებით ადამიანებს, რომელთაც თბილი მოგონებები აკავშირებთ ამ ქალაქთან, შეუძლიათ საკუთარი ემოციები სხვებს გაანდონ“, — ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

წერილი შეიძლება  ანონიმურიც იყოს. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს სიყვარული ისტორია წუხილის გარეშე, ამიტომ ისინი თბილისთან დაკავშირებულ დრამატული ისტორიებით გაჟღენთილ წერილებსაც ელიან.

„მე მიყვარს ძველი თბილისი და მისი ლამაზი ლანდშაფტი“, — წერს ერთ-ერთი ავტორი. ბევრი წერილი  მადლიერებას ეხება, რომელშიც ქალაქის სილამაზეზე, მის უნიკალურობასა და საყვარელ ადგილებზეა საუბარი.

წერილის დაწერა ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი. წერილებს დეკემბერში  დაგეგმილ გამოფენაზე წაიკითხავენ, რომელიც ერთ-ერთ გალერეაში გაიმართება. წერილის გაგზავნა რამდენიმე ადგილიდან შეიძლება, რომლის შესახებაც ინფორმაცია აქციის „ფეისბუქის“ გვერდზე სისტემატურად ვრცელდება. ორგანიზატორებმა ასევე შესაძლებელი გახადეს წერილის ჩვეულებრივ მისამართზე გაგზავნა. მისამართის გასაგებად დაინტერესებულმა პირებმა ორგანიზატორებს „ფეისბუქის“ გვერდზე უნდა მიწერონ.


ყველა ახალი ამბავი
0