The New York Times: საქართველო - საბჭოთა კავშირის კალიფორნია

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ამერიკული გაზეთის ჟურნალისტმა საქართველოს ღირსშესანიშნაობებისა და ღირსებების შესახებ დაწერა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა გამოქვეყნა სტატია, სადაც საქართველო აშშ-ის შტატ კალიფორნიას შეადარა.

ჟურნალისტმა ჟიზელ უილიამსმა ქართული სტუმართმოყვარეობის, კოლორიტული ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს გამო აღტაცება გამოხატა.

„ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიის მთებს ესაზღვრება, დიდი ხნის განმავლობაში რკინის ფარდის მიღმა იყო და სსრკ-ის კალიფორნიას წარმოადგენდა. ზომით სამხრეთ კალიფორნიაზე ოდნავ ნაკლები ეს ქვეყანა შთამბეჭდავია თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით. საქართველო ნაყოფიერი ქვეყანაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ხილისა და ბოსტნეულის,  ასევე შესანიშნავი ღვინის მწარმოებლისა და ნიჭიერი კინემატოგრაფისტების ქვეყნის რეპუტაცია გააჩნდა“, — აღნიშნულია სტატიაში.

ანა პუჩკოვა - Sputnik საქართველო
ანა პუჩკოვა — სვანების რისხვას გადარჩენილი და საქართველოში დაფუძნებული ქალბატონი

თავისი სიტყვების დასტურად სტატიის ავტორს საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის სიტყვები მოჰყავს, რომელიც თბილისში საბჭოთა წლებშიც იმყოფებოდა.

„როდესაც 70-იან წლებში ლენინგრადში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად თბილისში წავედი. ეს ჰგავდა ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობას — ყველაფერი შავ-თეთრი უცებ ფერადოვანი გახდა“, — განაცხადა კელიმ.

განსაკუთრებული სილამაზით საქართველოს დედაქალაქი თბილისი გამოირჩევა, რომელიც მე-5 საუკუნეში თერმულ წყლებზე დაარსდა, აღნიშნულია სტატიაში.

„მის მოკირწყლულ ქუჩებს ჯერ კიდევ გოგირდის სუნი ასდის, თუმცა ძველ ქალაქში ტრადიციული აბანოებიდან მხოლოდ რამდენიმეღა ფუნქციონირებს“, — წერს NYT.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
"თბილისობა" 15-16 ოქტომბერს გაიმართება

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისელმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც მოდის სახლ Balenciaga-ს ჩაუდგა სათავეში, საქართველოს დედაქალაქს „გლამურული ხიბლი“ შემატა. თუმცა, თანამედროვე თბილისის სტუმრებს ყველაზე მეტად „პატარა დედაქალაქის სიმამაცე“ იზიდავთ.

„90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომიდან 2000-იანი წლების დასაწყისში მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ თბილისი ძლიერ შეიცვალა. შეძენილი ამბიციები ყველგან იგრძნობა. ეს შეგიძლიათ ნახოთ მდინარე მტკვრის პარიზული სტილის სანაპიროზე სეირნობისას, რომელზეც მიკელე ლუკას ექსპონატი — მშვიდობის ხიდია გადებული, ან ელექტრონული მუსიკის სცენაზე, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ბერლინის სერიოზულ მეტოქედ“, — წერს ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0