თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“ საქართველოში რეისების დაწყებას გეგმავს — ავიაკომპანიამ დონის როსტოვი-თბილისი მარშრუტის განხორციელების ნებართვა მიიღო, განუცხადეს Sputnik-ს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში.
„ავიაკომპანიამ ნებართვა მიიღო. ახლა დაიწყება მოლაპარაკებები საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან, მისი დასრულების შემდეგ კი დავიწყებთ რეისების განხორციელებას როსტოვი-თბილისის მიმართულებით“, — განაცხადა „როსავიაციის“ თანამშრომელმა.
მისი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრიდან შეუდგება.
„პობედა“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა. პირველი ფრენა მან 2014 წლის 1 დეკემბერს განახორციელა.
2016 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სამგზავრო ავიამიმოსვლა 56%-ით გაიზარდა. ეს, ძირითადად, საქართველოსადმი რუსი ტურისტების დაინტერესებით არის განპირობებული.

