ბელგიაში „საჩოგბურთო თაღლითობისთვის“ 50-მდე ადამიანი დააკავეს

© REUTERS / ERIC VIDALბელგიელი პოლიციელები ბრიუსელის ქუჩაში
ბელგიელი პოლიციელები ბრიუსელის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ფართომასშტაბიან თაღლითობასთან დაკავშირებული დაპატიმრებები ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც გაგრძელდეს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ბელგიაში დაახლოებით 50 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ტურნირ Challenger-ის მატჩებში ფსონებზე თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Derniere heure-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ბუკმეკერებთან იმ მატჩებზე დებდნენ ფსონებს, რომელთა შედეგი წინასწარ იცოდნენ. ბრიუსელის, ანტვერპენის, გენტისა და ბრიუგეს პროკურატურებში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის 18 საქმე. საგამოძიებო ორგანოებში მიაჩნიათ, რომ თაღლითური სქემის უკან ბელგიაში მცხოვრები სომხები დგანან.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ფართომასშტაბიან თაღლითობასთან დაკავშირებული დაპატიმრებები ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც გაგრძელდეს. 

ITF Challenger-ში ძირითადად ახალგაზრდა პროფესიონალი ჩოგბურთელები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0