22:07 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონია

© Sputnik.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

სახელგანთქმულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო 65 წელს ზემოთ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სახელგანთქმულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა სინიორთა (65+ ასაკობრივი კატეგორია) შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ტურნირში, რომელიც ჩეხეთის ქალაქ მარიანსკ-ლაზნეში გაიმართა. ამის შესახებ ფიდეს ოფიციალური გვერდი იტყობინება. 

9 შესაძლო ქულიდან, გაფრინდაშვილმა 8 მოაგროვა (7 მოგება და 2 ფრე) და გაუსწრო რუს ელენა ფატილიბეკოვას ნახევარი ქულით. ბრინჯაოს მედალი თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა. მის აქტივში 6,5 ქულაა. 

გაფრინდაშვილისათვის, ეს არის ამ ტურნირში ზედიზედ მესამე გამარჯვება და მეხუთე ტურნირის ისტორიაში. 

მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ასევე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბაგათუროვი გახდა. იმავე კატეგორიაში მესამე ადგილი ზურაბ სტურუამ მოიპოვა. 


მთავარი თემები