01:53 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
გიორგი ჭანტურია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ექვსი თვე თამაშს ვერ შეძლებს

© Sputnik/ Владимир Песня
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

როგორც ჩანს, გიორგი ჭანტურია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სერბეთისა და მოლდოვის წინააღმდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამოტოვებს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ეკატერინბურგის „ურალის“ ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმის გამო დაახლოებით ნახევარი წლით ფეხბურთს გამოეთიშება, იუწყება კლუბის ოფიციალური გვერდი.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩის დროს გიორგი ჭანტურია 58-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. როგორც შემდეგმა გამოკვლევამ აჩვენა, ფეხბურთელს მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.

უახლოეს პერიოდში გიორგი ჭანტურიას ქირურგიულ ოპერაციას ჩაუტარებენ. წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელის მდგომარეობის აღდგენას შეიძლება ექვს თვემდე პერიოდი დასჭირდეს.

„ურალის“ ფეხბურთელებმა ჭანტურიას წარმატებული ოპერაცია და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩის დროს ურალის მოთამაშე გიორგი ჭანტურიამ მუხლის მყესები დაიზიანა.
Владимир Песня
რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩის დროს "ურალის" მოთამაშე გიორგი ჭანტურიამ მუხლის მყესები დაიზიანა.

ამგვარად, ჭანტურია, როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სერბეთისა და მოლდოვის წინააღმდეგ (24 მარტს თბილისში და 11 ივნისს კიშინიოვში) 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამოტოვებს.

ქართველი ნახევარმცველი „ურალში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გერმანული „დუისბურგიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჭანტურიამ კლუბის შემადგენლობაში 14 მატჩი გამართა, გაიტანა 4 გოლი და თავი ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჭანტურიამ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მთავარი თემები