საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა U-19 შოტლანდიელ თანატოლებს სძლია

© FB / Союза регби Грузииსაქართველო-შოტლანდიის მატჩი
საქართველო-შოტლანდიის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მაისურაძის გუნდმა ინიციატივა თავიდანვე აიღო ხელში და შოტლანდიელ თანატოლებს ანგარიშით 21:17 მოუგო.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ედინბურგში შოტლანდიის გუნდს სძლია ანგარიშით 21:17, აღნიშნულია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა რაგბისტებმა სამოას გუნდი დაამარცხეს

ილია მაისურაძის გუნდმა ინიციატივა შეხვედრის დასაწყისშივე აიღო. ამის წყალობით ანგარიში 18:0 გახდა. შოტლანდიელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ისინი თამაშის სათავისოდ შემობრუნებას შეეცადნენ და თითქმის გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ მაინც, ტესტ-მატჩის მოსაგებად მათ დრო არ ეყოთ.

საქართველოს ნაკრებისთვის ბრიტანული ტურნეს ფარგლებში შოტლანდიელების წინააღმდეგ მატჩი მეორე იყო. 19 ნოემბერს ქართველი ახალგაზრდა მორაგბეები ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდნენ და 27:12 გაიმარჯვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საქართველოს, ისე შოტლანდიის ნაკრებისთვის ეს ტესტ-მატჩები მსოფლიოს U-20 ჩემპიონატისთვის მომზადების ნაწილია. ჩემპიონატი მომავალ წელს საქართველოში გაიმართება 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით. ტურნირს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0