ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

© REUTERS / TORU HANAIგენო პეტრიაშვილმა
გენო პეტრიაშვილმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორთაბრძოლები მოიგეს ოთარ გოგავამ, ზურაბ იაკობაშვილმა, დავით ტლაშაძემ, ზურაბ ერბოწონაშვილმა, ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში მიმდინარე „ევროპის ერთა თასის“ ფინალის გამარჯვებული გახდა. ფინალში რევაზ მინდიაშვილის მოჭიდავეები რუსეთის გუნდს შეხვდნენ და ანგარიშით 6:2 დაამარცხეს კიდეც მოწინააღმდეგე.

დაპირისპირებაში საკუთარი შეხვედრები ოთარ გოგავამ (-57), ზურაბ იაკობაშვილმა (-65), დავით ტლაშაძემ (-70), ზურაბ ერბოწონაშვილმა (-74), ელიზბარ ოდიკაძემ (-97) და გენო პეტრიაშვილმა (-125) მოიგეს. 

რუს სპორტსმენებთან ორთაბრძოლაში მხოლოდ ბექა ლომთაძე (-61) და სანდრო ამინაშვილი (-86) დამარცხდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობას შაბათს დაიწყებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0