სამოას წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Союз регби Грузииმამუკა გორგოძე და მილტონ ჰეიგი
მამუკა გორგოძე და მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ქართველი რაგბისტები მშობლიურ მოედანზე სეზონის მაჟორულ ნოტზე დასრულებასა და სამოასთან გამარჯვებას გეგმავენ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 23 მოთამაშის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც მეორე ტესტ–მატჩში სამოას წინააღმდეგ გამოვლენ. აღნიშნული მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს გაიმართება.

იაპონიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩთან (12 ნოემბერი) შედარებით, ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ორი ცვლილება განახორციელა. ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებენ ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა

„სამწუხაროდ, ხმალაძემ და კაჭარავამ ტრავმები მიიღეს, თუმცა, ტრავმის გარეშე რაგბი არ არსებობს. გარდა ამ ორი მოთამაშისა, ყველა სხვა მოთამაშე უცვლელი რჩება. რაც შეეხება მატჩისადმი მომზადებას, ჩვენ იმ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობდით, რომელიც იაპონიასთან მატჩისას დავუშვით. სწორედ ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა“, — განაცხადა ჰეიგმა პრესკონფერენციაზე.

დაგეგმილი მატჩი შეაფასა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ: „ჩვენც და სამოაც თამაშის დაახლოებით ერთნაირ სტილს ვაჩვენებთ. ამიტომ მე ვინმეს ფავორიტს ვერ ვუწოდებ. ჩემი აზრით შანსები 50/50-ზეა. იაპონიასთან მატჩში ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ მაინც წავაგეთ. ასეთი რამ 1000 შემთხვევიდან ერთხელ ხდება. საწყენია, რომ მსგავსი რამ ჩვენ დაგვემართა“.

გორგოძემ ასევე აღნიშნა, რომ „ლელოს“ სამოასთან დამარცხების უფლება არ აქვს, რამდენადაც სეზონი მაჟორულ ნოტზე უნდა დაასრულონ.

სამოას წინააღმდეგ ტესტ-მატჩი ნოემბერში დაგეგმილი თამაშებიდან მეორეა. პირველი შეხვედრა იაპონიის წინააღმდეგ 12 ნოემბერს თბილისში გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა — 28:22. სეზონის დასკვნით ტესტ-მატჩს ქართველი რაგბისტები 26 ნოემბერს კილმარნოკში შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

სამოას წინააღმდეგ საქართველოს რაგბის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა:

უკანა ხაზი:

მერაბ კვირიკაშვილი, სანდრო თოდუა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კოშაძე, ლაშა მალაღურაძე, ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, მამუკა გორგოძე, ვიტო კოლელიშვილი, ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები:

გიორგი აფციაური, გიორგი ბეგაძე, ბადრი ალხაზიშვილი, დუდუ კუბრიაშვილი, კახა ასიეშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი

საქართველო-სამოას მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0