შენგელიას 20 ქულის მიუხედავად „ბასკონიამ“ წააგო

© FB / клуб "Баскония"კალათბურთელი თორნიკე შენგელია
კალათბურთელი თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე თითქმის 29 წუთი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩააგდო 20 ქულა, გააკეთა ოთხი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ესპანურ „ბასკონიაში“ გამოდის, ევროლიგის მატჩში ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ 20 ქულა დააგროვა, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო ანგარიშით 90:95.

შენგელიამ მოედანზე თითქმის 29 წუთი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა აღებული ქულებისა, მის ანგარიშზეა ოთხი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ვასილის სპანულისს ჰქონდა (25 ქულა).

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელების ტოპ-ათეულში მოხვდა

ევროლიგის მიმდინარე სეზონის ოთხ ტურში „ბასკონიამ“ ორჯერ გამარჯვება მოიპოვა და ორჯერ — დამარცხდა. ამჟამად ესპანურ კლუბს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი უკავია.

ევროლიგის ფარგლებში „ბასკონია“ შემდეგ შეხვედრას 4 ნოემბერს სერბეთის „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0