ირაკლი ჩხეიძე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© IWFირაკლი ჩხეიძე
ირაკლი ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს მოპოვებულ ევროპის ჩემპიონის ტიტულს, ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიო პირველობის ოქროს მედალი შემატა.

თბილისი. 25 ოქტომბერი— Sputnik. ქართველი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე 17 წლამდე კატეგორიაში მალაიზიაში გამართულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ქართველი შტანგისტის შედეგმა 340 კგ შეადგინა (154 კგ ატაცში და 186 კგ ბიძგში) (წონითი კატეგორია  -94კგ). მეორე ადგილის მფლობელს აზატ სერდაროვს (თურქმენეთი) ჩხეიძემ 10 კგ-ით აჯობა. ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი პოლონელი პაველ ჟმეია გახდა.

ჩხეიძის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. თორნიკე ტაბატაძემ (წონითი კატეგორია+94 კგ) შედეგით 278 კგ მე-15-ე ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც ჩხეიძემ წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ის მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა.

"შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველ რიგში, ტაქტიკურად მოვიგეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და ყველანაირად გვეხმარებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურ ყურადღებას გამოხატავს ჩვენი ნაკრების მიმართ",-აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0