თბილისი სუმოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისუმოისტები
სუმოისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტი მეორე ქალაქი ბუდაპეშტი ტურნირს უფრო მცირე ასაკის სამ კატეგორიაში უმასპინძლებს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სუმოში ევროპის ჩემპიონატი U-21, U-23 ასაკობრივ კატეგორიებში და მოზრდილებში მომავალ წელს თბილისში გაიმართება.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ბრანდერბურგში გამართულ სუმოს ევროპული ფედერაციების კონგრესზე მიიღეს. ტურნირის გამართვის პრეტენდენტი ორი ქალაქი იყო: თბილისი და ბუდაპეშტი.

კენჭისყრაში გამარჯვება თბილისს ხვდა წილად (17 ხმით ერთის წინააღმდეგ), რომელმაც მთავარი ტურნირის ჩატარების უფლება მიიღო. რაც შეეხება ბუდაპეშტს, ის საკონტინენტო ჩემპიონატს უმასპინძლებს U-14, U-16 და U-18 ასაკობრივ კატეგორიებში.

თბილისში ევროპის ჩემპიონატი 2017 წლის 21-24 აპრილს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0