ქართული ფეხბურთის თერაპია

© Sandro Cnobiladzeსაქართველოს საზღვრისპირა სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო კლუბები შეიქმნა.
საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო კლუბები შეიქმნა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა „საფეხბურთო თერაპია“ ის პროგრამაა, რომლის განხორციელებაც ფონდმა „არველაძემ“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად დაიწყო.

სანდრო ცნობილაძე

ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების რამდენიმე აუცილებელი პირობაა. დიდი მიზნების შეჭიდებისა და გადალახვისათვის, ასევე საფეხბურთო სფეროს განვითარებისთვის, გრძელი გზაა გასავლელი. საქართველო ამ გზის დასაწყისშია. ამ მიმართულებით ჩვენ ქვეყანას წინსვლაში ხელს არასაფეხბურთო კომპონენტებიც უშლის. ის რეგიონები, რომლებიც დღეს საქართველოს იურისდიქციაში არ არიან, ფეხბურთელების აღზრდის კუთხით ყოველთვის ძალზე პროდუქტიული იყვნენ. ერთიანი საფეხბურთო ცხოვრებიდან მათმა გამოთიშვამ, გარდა ხარისხის დავარდნისა, ფეხბურთის მასობრივ განვითარებაზეც უარყოფითად იმოქმედა. შედეგად მივიღეთ, რომ რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, საქართველო ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას ჩამორჩება. 

© Sandro Cnobiladzeპროექტის მიზანი სასაზღვრო ზოლის მახლობლად არსებულ სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა.
პროექტის მიზანი სასაზღვრო ზოლის მახლობლად არსებულ სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა. - Sputnik საქართველო
პროექტის მიზანი სასაზღვრო ზოლის მახლობლად არსებულ სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა.

პრობლემის მოგვარების მცდელობას საფუძველი გასული წლის მარტში ჩაეყარა. პროგრამა „საფეხბურთო თერაპია“ ის პროგრამაა,  რომლის განხორციელებაც ფონდმა „არველაძე“  გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად დაიწყო. პროექტის მიზანი სასაზღვრო ზოლის მახლობლად არსებულ სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებაა. პირველი ნაბიჯები ცხინვალისა და გორის მუნიციპალიტეტებში გადაიდგა. 15 სოფელში, მათ შორის საზღვრისპირა დიცში, ბავშვთა გუნდები დაარსდა. ყველა გუნდს თავისი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ხოლო ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ნორჩ ფეხბურთელებს ამუნიცია და ბურთები გადაეცათ. ვინ ვინ და ამ ბალკანური ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა ძალზე კარგად იცის რას ნიშნავს წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა და ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ფეხბურთის განვითარების საწინააღმდეგოდ წარმოქმნილი არასაფეხბურთო პრობლემების მნიშვნელობა და მათი დაძლევის ხერხები. „ამ ბავშვთაგან თუ რომელიმე მაინც ერთ მშვენიერ დღეს პროფესიონალურ კლუბში მოხვდება, ჩავთვლი, რომ პროექტმა თავისი მისია შეასრულა“  - ეს სიტყვები ფონდ „არველაძის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ რევაზ არველაზეს ეკუთვნის. 

„საფეხბურთო თერაპიამ“ კახეთის რეგიონიც მოიცვა. პანკისის ხეობაში არსებულ ოთხ სოფელში ასევე ჩამოყალიბდა გუნდები, რომლებშიც ასი ბავშვი გაერთიანდა. მთლიანობაში ამ ორი რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის თამაში 400-მა ნორჩმა დაიწყო, რომლებსაც ოცი მწვრთნელი ავარჯიშებს, მათ შორის, მწვრთნელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა.  

პანკისის ხეობაში გუნდების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, ავსტრიის სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სამარიტელთა კავშირმა და კახეთის განვითარების რეგიონალურმა ფონდმა მიიღეს. 

2017 წლის ბოლომდე „საფეხბურთო თერაპიის“ ხელმძღვანელები გუნდების ჩამოყალიბებას 50 სოფელში გეგმავენ, რაც იმას ნიშნავს,  რომ საქართველოს ათასი ნორჩი ფეხბურთელი ეყოლება. 

რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პროექტი ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის საკითხს ბოლომდე ვერ მოაგვარებს. ამ მიმართულებით კიდევ ძალზე ბევრი და მნიშვნელოვანი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ის, თუ რა შეუძლია ამ და სხვა მიმართულებებით სწორ და მიზანდასახულ მუშაობას, ამაში ფეხბურთის ყველა მოყვარული, თუნდაც ისლანდიის მაგალითმა დაარწმუნა.      


ყველა ახალი ამბავი
0