16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
თბილისის დინამომ ლოკომოტივი დაამარცხა

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

© FB / "Динамо" Тбилиси
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
9 0 0

ნახევარფინალში ასევე გავიდნენ ქუთაისის „ტორპედო“, მარტვილის „მერანი“ და საჩხერეს „ჩიხურა“.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ 3:1 მოუგო „ლოკომოტივს“  და საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მატჩის გმირი „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც სამივე ბურთი გაიტანა. პრესტიჟის გოლი „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან დავით ჩაგელიშვილის ანგარიშზეა. 

დღესვე განისაზღვრა ნახევარფინალის სამი დანარჩენი მონაწილე. ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლითი მატჩი მოიგო ვანის „სულორთან“ მინიმალური ანგარიშით. ერთადერთი გოლის ავტორი გახდა ოთარ კვერნაძე.

მარტვილის „მერანსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებულთა გამოსავლენად. დამატებით 30 წუთში მარტვილელებს გამარჯვება აკაკი შულაიას გოლმა მოუტანა. 

ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი „ჩიხურა“ გახდა, რომელმაც პენალების სერიაში (5:3) მოუგო „სამტრედიას“. საქართველოს თასის ნახევარფინალის მატჩები 2 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართება. 


მთავარი თემები