16:16 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
დინამო არენას სტადიონის შესასვლელი

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტით უცხოელები დაინტერესდნენ

© Sputnik/ Alexander Imedashvili
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
22 0 0

სექტემბრის ბოლოდან დედაქალაქის კლუბს თამაზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატები არიან უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი და ბელარუსი ლეონიდ კუჩუკი, იუწყება სპორტული გაზეთი „ლელო“.

მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თანამდებობიდან სლოვაკი იურაი იარაბეკი გაათავისუფლეს, კლუბს დროებით მისი ყოფილი ასისტენტი თამაზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

გროზნი ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინულ გუნდ „გოვერლასთან“ მუშაობდა. გასულ სეზონზე გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, მაგრამ პრემიერ-ლიგაში დარჩენა მოახერხა. მანამდე 60 წლის სპეციალისტი ყაზახეთის „ტობოლისა“ და გროზნოს „ტერეკში“ მუშაობდა.

რაც შეეხება კუჩუკს, ბელარუსი სპეციალისტი ბოლო დროს რუსეთის ჩემპიონატში მუშაობდა. 2013-2014 წლების სეზონში ის მოსკოვის „ლოკომოტივს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ სეზონში — კრასნოდარის „კუბანს“.

დღესვე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გროზნი საქართველოს თასის ¼ ფინალის მატჩზე დასწრებას აპირებს, სადაც თბილისის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებს.

მთავარი თემები