16:11 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
თემურ ქეცბაია

ქეცბაიამ ბერძნული AEK-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

© ФК АЕК
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი, შესაძლოა, „ანორტოსისს“ ჩაუდგეს სათავეში, რომელშიც ქეცბაია თამაშობდა და ამ გუნდის მწვრთნელიც იყო.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ და ბერძნულმა საფეხბურთო კლუბმა AEK კონტრაქტი გაწყვიტეს, იუწყება ათენის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

„AEK-მა ქეცბაიასთან თანამშრომლობა დაასრულა. ჩვენ მადლობას ვუხდით მას კლუბში გაწეული მუშაობისთვის და შემდგომ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, — აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.

კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქეცბაია AEK-ს მიმდინარე წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის ხელშეკრულება 2017/2018 წლების სეზონის დასრულებამდე იყო გათვლილი.

ქეცბაიას ხელმძღვანელობით AEK-მა საბერძნეთის ამჟამინდელ ჩემპიონატში ხუთი მატჩი გამართა. აქედან კლუბმა სამჯერ გაიმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა, ხოლო ერთი — AEK-ის წაგებით.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ქეცბაიას გადადგომის შესახებ, რიგ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია უახლოეს მომავალში ადგილობრივ „ანორტოსისს“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ქართველი მწვრთნელი უკვე ხელმძღვანელობდა 2007-2009 წლებში.

„ანორტოსისი“ ქეცბაიას პროფესიულ კარიერაში ბოლო კლუბი იყო. მან გუნდში ხუთი სეზონი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.

მთავარი თემები