შაფათავა ტაშკენტის საჩოგბურთო ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა

© msy.gov.geჩოგბურთი, სოფიო შაფათავა
ჩოგბურთი, სოფიო შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში თურქ სპორტსმენს მოუგო და შემდეგ რაუნდში უკრაინის წარმომადგენელს შეხვდება.

თბილისი, 28 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფიო შაფათავამ საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში, რომელიც ამ დღეებში ტაშკენტში მიმდინარეობს, თურქეთის წარმომადგენელს ორ სეტში მოუგო ანგარიშით 6:1, 6:4 და ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური საიტი.

ქართვემა ჩოგბურთელმა ყველა კომპონენტში აჯობა თავის მეტოქეს. განსაკუთრებით კარგად შაფათავა ჩაწოდებაზე მოქმედებდა და პირველი ჩაწოდების მერე 70%, ხოლო მეორე ჩაწოდების მერე 41% მოიგო. შედარებისათვის, თურქი ჩოგბურთელის ანალოგიურმა მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 51% და 26% შეადგინა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი საფრანგეთის ჩოგბურთის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

ტურნირის მეორე რაუნდში შაფათავა უკრაინელ ეკატერინა კოზლოვას ეთამაშება, რომელმაც ხორვატ დონა ვეკიჩს მოუგო ორ პარტიაში – 6:1, 7:6. 

ტაშკენტის ტურნირის საპრიზო ფონდი 225 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0