თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ოლიმპიადა 2016-ის დახურვის ცერემონია რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიური კარნავალის ტოლფასი იქნება, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ცერემონიის დირექტორზე ლეონარდო კაეტანოზე დაყრდნობით.
თამაშების დახურვის ცერემონია კვირას 21 აგვისტოს შედგება.
„ნისტალგიისა და მოწყენილობისაკენ არ წავალ. ყველაზე მთავარი მსვლელობაა, დღესასწაული, აღვნიშნავთ ოლიმპიადის შედეგებს ბრაზილიური კულტურის წარმოჩენით. ღონისძიებაში 3000 ვოლონტიორი და 200 პროფესიონალი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონია უფრო ბრაზილიური იქნება, გამაოგნებელი, ბრაზილიური კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. ყველაზე მთავარია, რომ სიხარულის ეს ტალღა ყველამ იგრძნოს. ეს იქნება კარნავალის სადარი ცერემონია, თქვა კაეტანომ პრეს-კონფერენციაზე.