საქართველოს ოლიმპიური ნაკრები რიოში გააცილეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliოლიმპიური ნაკრები
ოლიმპიური ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოდან 39 სპორტსმენი მიემგზავრება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ბრაზილიაში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე ოლიმპუირი ფიცი 39-მა ქ ართველმა სპორტსმენმა დადო, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებენ.

ფიცის ტექსტი საქართველოს 2015 წლის სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წაიკითხა.

„ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ არ დავზოგავთ ჩვენს ენერგიას და ძალას, შესაძლებლობასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ჩვენი სამშობლოს ღირსება საერთაშორისო სარბიელზე. პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ ჭეშმარიტი სპორტული და ოლიმპიური სულისკვეთებით და ოლიმპიური ქარტიის წესების პატივისცემითა და დაცვით”, — ნათქვამია ფიცის ტექსტში.

© Sputnik, Alexander ImedashviliОфициальная церемония проводов грузинской сборной на Олимпийские игры в Рио-де-Жанейро
Официальная церемония проводов грузинской сборной на Олимпийские игры в Рио-де-Жанейро - Sputnik საქართველო
Официальная церемония проводов грузинской сборной на Олимпийские игры в Рио-де-Жанейро

გაცილების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სპორტსმენებს და უთხრა:

„დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო არაერთხელ მოისმენს საქართველოს ჰიმნს თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად და თქვენს მიერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს და გააბედნიერებს. მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და გამარჯვება ჩვენი ქვეყნისათვის. მე თქვენთან ვიქნები და მთელ საქართველოსთან ერთად გიგულშემატკივრებთ".

პრეზიდენტის გარდა, საქართველოს წარმომადგენლების რიოს ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლის იმედი და რწმენა გამოთქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.

„აქ ვხედავ ლეგენდებს, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, რადგან სპორტი ყველა ადამიანს აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში“, — მიმართა პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენებს და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

ყველა ახალი ამბავი
0