თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „დინამო“ ზაგრების „დინამოს“ შეხვდება, იუწყება უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
"ხორვატებმა ორი მატჩის ჯამური შედეგით მაკედონიის „ვარდარს“ სძლიეს (5:3), ხოლო თბილისის „დინამოელებმა“ — სომხეთის „ალაშკერს“ (3:1)".
პირველი თამაში 26 ივლისს ზაგრებში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი — 2 აგვისტოს თბილისის „დინამო არენაზე“.
