თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლას განაგრძობს

© Фото: Сайт ФК "Динамо" Тбилиси"დინამო" თბილისი
დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ალაშკერტთან“ ორი მატჩის შედეგით თბილისის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება - 3:1 მოიპოვა. ახლა ის ზაგრების (ხორვატია) „დინამოსა“ და „ვარდარის“ (მაკედონია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ ერევანში „ალაშკერტთან“ ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა მატჩი და უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.

გუნდების პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ „დინამოს“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმის შუა წუთებზე „დინამოელებმა“ თავისი უპირატესობა განამტკიცეს. 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა გოლი. ამის შემდეგ „ალაშკერტს“ გამარჯვებისთვის უკვე ოთხი გოლის გატანა ესაჭიროებოდა, რაც ნაკლებ სავარაუდო იყო.

ერთადერთი, რაც მასპინძლებმა შეძლეს, საპასუხო გოლის გატანა იყო. ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში ნორაირ გეზალიანმა მოახერხა.

„ალაშკერტთან“ ორი მატჩის შედეგით — 3:1 თბილისის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ის ზაგრების (ხორვატია) „დინამოსა“ და „ვარდარის“ (მაკედონია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0