თბილისის „დინამომ“ ჰაიფას „მაკაბი“ დაამარცხა

© ФК "Динамо" Тбилиси"დინამო"- "მაქაბი"
დინამო- მაქაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში დინამოელებმა უკვე მესამე მატჩი ჩაატარეს და ერთი ფრედ ნათამაშევი შეხვედრისა და ერთი დამარცხების შემდეგ გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ავსტრიაში სეზონისწინა შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ ჰაიფას „მაკაბი“ დაამარცხა ანგარიშით 2:0, იუწყება თბილისის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

იურაი იარაბეკის გუნდმა ორივე გოლი პირველ ტაიმში ხუთწუთიანი ინტერვალით გაიტანა. 28-ე წუთზე ანგარიში გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, მეორე გოლი კი თავის ანგარიშზე ოთარ კიტეიშვილმა ჩაიწერა.

დინამომ ლუდოგორცთან წააგო - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამომ“ „ლუდოგორცთან“ ამხანაგურ მატჩში წააგო

თბილისის დინამოელებისთვის ავსტრიული შეკრების ფარგლებში ეს უკვე მესამე თამაშია. პირველი მატჩი „დინამომ“ ვარშავის „ლეგიასთან“ ანგარიშით 1:1 დაასრულა, ხოლო მეორე ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ 0:3 წააგო.

დასკვნით საკონტროლო მატჩში ქართველი ფეხბურთელები კიევის „დინამოს“ შეხვდებიან.

თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, სადაც სტარტს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან აიღებს. თბილისური კლუბის მეტოქე სომხეთის გუნდი „ალაშკერტი“ იქნება.

პირველ მატჩს „დინამო“ თბილისში 12/13 ივლისს ჩაატარებს. საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0