თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლებით ცნობილი თავდამსხმელის გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი მოხსნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა La Nation-ზე დაყრდნობით.
სამშაბათს არგენტინის ნაკრები ამერიკის თასის ფინალში გავიდა. მან ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყნის — აშშ-ის ნაკრები გაანადგურა ანგარიშით 4:0. მესიმ გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ეს გოლი „ბარსელონას“ თავდამსხმელისთვის ნაკრების შემადგენლობაში 55-ე გახდა, ბატისტუტას ანგარიშზე კი 54 გოლია.
„მიხარია ბატისტუტას რეკორდი რომ მოვხსენი, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს გუნდში, ეს მათი დამსახურებაცაა“, — განაცხადა მესიმ.
LOGRO DESBLOQUEADO 🔓 Leo Messi goleador histórico de Argentina.#Messi16 #FirstNeverFollows pic.twitter.com/R39reo2cBA
— Team Messi (@TeamMessi) 22 июня 2016 г.
გაბრიელ ბატისტუტა არგენტინის ნაკრებში 1991-2002 წლებში თამაშობდა. მესის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2005 წელს შედგა.