თბილისი, 14 დეკემბერი— Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი შეზღუდვების გარეშე მუშაობს — მატარებლები მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურამდე მოძრაობენ, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თბილისის დროით 09:55 საათზე სადგურ „სამგორზე“ საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო თბილისის მეტროს სამ სადგურზე — „ისანი“, „სამგორი“ და „ვარკეთილი“ მატარებლების მოძრაობა შეაჩერეს.
მეტროპოლიტენი თბილისში ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა. მისი საშუალებით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ერთ საათზე ნაკლებ დროში შეიძლება გახვიდე.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზსა და 22 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.