საქართველოში ქალის პოპულარული სახელების ტოპ-ათეული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგოგონები
გოგონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე გავრცელებული სახელებია ნინო, მარიამი და თამარი.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში, 2016 წლის მონაცემებით, ქალის ყველაზე პოპულარული სახელია ნინო — ნინო ჰქვია 115034 ადამიანს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იუწყება.

პირველ სამეულში არიან ასევე მარიამი (107480) და თამარი (79805).

მას მოსდევენ მარინე (მარინა) — 52798, მეხუთე ადგილზეა მაია — 47724, მეექვსეზე — ანა — 47396, შემდეგ მოდის ნანა — 43022, ნათია — 38302, ეკატერინე (ეკა) – 35379 და მეათე ადგილზეა მანანა — 34644.

ყველა ახალი ამბავი
0