თბილისი სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაერთაშორისო საგამოფენო ცენტრი
საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო აღჭურვილობის გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი კომპანია საქართველოდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, ირანიდან, აშშ-იდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და რუსეთიდან.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 8-10 დეკემბერს გაიმართება სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის, ესთეტიკური მედიცინისა და სამედიცინო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების საერთაშორისო გამოფენა, აღნიშნულია საგამოფენო ცენტრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მიმართულებების პროდუქცია, როგორებიცაა ფარმაკოლოგია, სამედიცინო აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, სტომატოლოგიური მედიცინა და პრეპარატები, ესთეტიკური მედიცინა, სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები, საპარიკმახერო პროდუქცია, პარფიუმერია, SPA, არომათერაპია და სხვა.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი კომპანია საქართველოდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, ირანიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და რუსეთიდან.

EXPOMEDBATUMI 2016 - Sputnik საქართველო
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის გამოფენა EXPOMEDBATUMI 2016 იმართება

გამოფენა ჯანმრთელობის დაცვის თბილისის ფორუმის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX-ის, თბილისის სტომატოლოგიური ასოციაცია GSA-ს მხარდაჭერით.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების სამეცნიერო და პრაქტიკული ნამუშევრები, სტომატოლოგიური ინოვაციები, ასევე გაიმართება ახალგაზრდა სტომატოლოგების საერთაშორისო ფორუმი.

ჯანდაცვის თბილისის ფორუმი 8 დეკემბერს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში 10:30 საათზე გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0