„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 7 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შუალედში 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ლევანდოვკის, ვოლოდარსკის, აბაშიძის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის და ფანჯიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლაითურის, გეგუთის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, დარკვეთის, ბუგეულის, მირზაანის, კიშინიოვის, წერონისის, ჯავის, ლუბოვსკის, ზაქარაიას, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ინწკირველის, მაღაროს, ენისელის, მიტინგის და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0