ქობულეთში 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალმა ჯებირები გაარღვია და სანაპირო ზოლი მთლიანად დატბორა. შესაბამისად, ზარალი მიადგა სანაპირო ზოლზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. აჭარაში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. ქობულეთში, სანაპირო ზოლზე, 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა.

წყალმა ჯებირები გაარღვია და სანაპირო ზოლი მთლიანად დატბორა.  შესაბამისად, ზარალი მიადგა სანაპირო ზოლზე მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. 

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

სინოპტიკოსები ორი დღის განმავლობაში საშტორმო მდგომარეობის გაგრძელებას ვარაუდობენ.  მათი პროგნოზით, აჭარაში დღეიდან გამოიდარებს.

ყველა ახალი ამბავი
0