„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: SputnikТбилисская электрораспределительная компания "Теласи"
Тбилисская электрораспределительная компания Теласи - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 5 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0