სკოლის მოსწავლეები ნაძვის ხეებს სხვადასხვა ნარჩენებისგან დაამზადებენ

© РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიმზადება ახალი წლისთვის
მზადება ახალი წლისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერების მიზნით სკოლის მოსწავლეებს ნაძვის ხეების მაკულატურისა და ლითონისგან დამზადება შესთავაზეს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლა და თსუ-ის „ეკოკლუბი“ აცხადებენ სკოლის მოსწავლეთა კონკურსს სახელწოდებით „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“.

მოსწავლეებმა ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან უნდა დაამზადონ. საამისოდ უნდა გამოიყენონ ყველაფერი — ნაძვის ხისა და მისი ტოტების გარდა. მასალა შეიძლება იყოს: მაკულატურა, პოლიეთილენი, ლითონი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას თავად შეძლებს

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ საკუთარი ხელით შექმნილი საახალწლო ნაძვის ხის ფოტო.

ნამუშევრებიდან ჟიური 50 საუკეთესოს შეარჩევს, რომლებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0